ჵპროექტის სახელი: მდინარე ჩვენს ქალაქში
ჵპროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ირჩევენ ქალაქის ერთ-ერთ მდინარეს, აგროვებენ ინფორმაციას, მასალებს მასზე, ეცნობიან, ახარისხებენ, აცნობენ სხვებს.
ჵპროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ირჩევენ ქალაქის რომელიმე მდინარეს (თვალთხევი, წიფლისხევი, ტიკიაურა), აგროვებენ მასზე ინფორმაციას სხვადახვა კუთხით:
საბუნებისმეტყველო: სათავე, ხეობა, შესართავი, შენაკადი, კალაპოტი, კვების რეჟიმი, ფლორა, ფაუნა, ეკოლოგიური პრობლემები, გადაჭრის გზები, დაკვირვება დასახლებულ ადგილებში წყლის სისუფთავეზე – ვაგისია თუ არა სასმელად, ყოფაცხოვრებაში გამოსაყენებლად.
მათემატიკური: სიგრძის, სიგანის, სიღრმის გაზომვა, მონაცემების დახარისხება, მოწესრიგება, ცხრილის ან დიაგრამის სახით წარმოდგენა.
ისტორიულ- ლიტერატურული: ისტორიული ფაქტების, თქმულების, ობიექტის გამოყენების, სახელის ეტიმოლოგიის შესახებ ინტერვიუს აღება მოსახლეობისაგან, ჩანაწერების გაკეთება, ლიტერატურული ჩანახატის შექმნა.
სპორტი: მონაწილეობა ლაშქრობაში, სპორტულ შეჯიბრში.
ხელოვნება: ჩანახატების, პეიზაჟების შექმნა, ბუნებრივი მასალების შეგროვება და ნაკეთობების დამზადება, გამოფენის მოწყობა.
ჶექსკურსია-ექსპედიცია ხეობის გამოსაკვლევად, სურათების გადაღება, ნახატებისათვის ჩანახატების გაკეთება, ჰერბარიუმის დასამზადებლად ნიმუშების შეგროვება, ბუნების ობიექტებზე დაკვირვება, ჩანაწერების გაკეთება.
.მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი.
ვადები: 2012 წლის აპრილი – 2012 წლის ნოემბერი.
კლასში ჩასატარებელი აქტივობები: კითხვარის შედგენა, მარშრუტის დადგენა, მასალების დახარისხება, დავალებების განაწილება, სასკოლო გამოფენა, პრეზენტაცია, გარემოსდაცვითი პლაკატების დამზადება, გამოფენა-კონკურსი.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან მშობლიური ქალაქის ბუნებას, ფლორას, ფაუნას;
გაეცნობიან გეოგრაფიულ ობიექტებს: მთას, მაღლობს, ვაკეს, მდინარეს, მათ ნაწილებს, ეკოლოგიურ პრობლემებს, გამოუმუშავდებათ გარემის დაცვის და მასზე ზრუნვის, პრობლემების გადაჭრის, ინფორმაციის მოძიების,
ურთიერთთანამშრომლობის უნარ-ჩვევები.
სარგებელი სხვებისათვის: მნახველები გაეცნობიან ქალაქის მდინარეთა ეკო-პრობლემებს, გადაჭრის გზებს, მდინარეთა ნაპირებზე გაკეთდება გამაფრთხილებელი პლაკატები, რომლებიც მოსახლეობას მუდმივად შეახსენებს გარემოს დაცვის აუცილებლობას და გაუჩნდებათ სურვილი თვითონაც დაიცვან იგი.
სამუშაო ენა: ქართული.
სტანდარტით გათვალისწინებული შედეგები: მოსწავლეს შეუძლია ლოკალურ გარემოში ორიენტირება და ზოგიერთი გეოგრაფიული ობექტის ერთმანეთისაგან განსხვავება: მასწავლებლის დახმარებით იკვლევს ლოკალურ გარემოს, იყენებს გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელ ტერმინებს, ქმნის გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელ მარტივ მოდელებს (ნახატი, ნაძერწი), განსაზღვრავს საკუთარი საცხოვრებლის და სკოლის მდებარეობას ნიშანდობლივი ობიექტის მიმართ, გამოკითხვით მოიძიებს ინფორმაციას (ისტორიული ფაქტი, მოვლენა), მონაცემებს წარმოადგენს წერილობით ან ნახატის სახით.
მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა: განასხვავებს გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს, თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს გარემოსდაცვითი ქცევის წესების შემუშავებაში.
საგარეჯოს
ჵპროექტის ავტორი: მე-2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი გიული გრძელიშვილი.